არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით [პარტნიორების მხრიდან] სესხები შეჩერდეს – კახა კალაძე

არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით [პარტნიორების მხრიდან] სესხები შეჩერდეს – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის არგუმენტი და საბაბი არ არსებობს. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებას შეეხებოდა.

„არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმემ შეწყვიტოს ფინანსების გაცემა, სესხის გაცემა, იმიტომ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯები და მიღწევები, გვაქვს მიღებული შედეგები. შესაბამისად, არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეჩერდეს სესხები. თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც – საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი მთავრობა, რომელიც არის პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული და იცავს ქვეყნის ინტერესს, არ მოაკლებს არაფერს. ბევრი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა არსებობს გამოწვევები და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში. შედარება არის მარტივი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ყველა მიმართულებით და რა ვითარება გვაქვს დღეს.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რაც ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გადადგა.

EPF-დან საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მაისში მიიღო. თავდაპირველი გეგმით, თანხა 3-წლიან პერიოდს დაფარავდა და მოხმარდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური მომზადების ჩათვლით. უფრო დეტალურად, მოიაზრებოდა საინჟინრო, ბრძანება-კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობა.

მსგავსი სიახლეები

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ…

“2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის…
“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების…